reportiori.ge - მიხეილ ცაგარელი: მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობას ესაჭიროება სიმშვიდე და მოთმინება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 10:01
საზოგადოება
მიხეილ ცაგარელი: მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობას ესაჭიროება სიმშვიდე და მოთმინება
ავტორი:
01 იანვარი, 2016. 12:00


 

„მოსახლეობას ესაჭიროება სიმშვიდე და მოთმინება, რადგან რომ ვთქვა, პერიოდი ძალიან იღბლიანი და წარმატებული იქნება-თქო, ტყუილია", - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ 2016 წელი ბევრი კონფლიქტითა და სკანდალით იქნება გაკერებული.

 

„იქნება ბევრი გაჯერებული ტყუილი, კონფლიქტი, სკანდალი და ასე შემდეგ, რადგან, როცა ადამიანებს ხსნიან და რადიკალურად იცვლება ქვეყნის, მათ შორის, იდეოლოგიური მიმართულება, ეს ყოველთვის მტკივნეული პროცესებია. ამიტომ უნდა აღიჭურვონ მოთმინებით და გაიგონ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალური მოთმინება და თავდაჭერა გვმართებს კიდევ, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში, აქ არ უნდა დავუშვათ სერიოზული შეცდომები, ვიმოქმედოთ ფრთხილად, წინდახედულად, „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის" პრინციპით, რომ არ იყოს სულსწრაფობა და ახალი შეცდომები არ დავუშვათ. რასაკვირველია, რაც უფრო მეტად გამოვავლენთ მაიმუნისთვის დამახასიათებელ გონებაგამჭრიახობას, ვიქნებით უფრო ოპტიმისტურები და უფრო მეტად იუმორით მივუდგებით სირთულეებს, მით უფრო ადვილად გავივლით ამ პერიოდებს და ყოველივე ეს უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ეს ჩვენთვის", - განაცხადა ცაგარელმა.

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „კვირის ქრონიკა"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016