„მოსახლეობას ესაჭიროება სიმშვიდე და მოთმინება, რადგან რომ ვთქვა, პერიოდი ძალიან იღბლიანი და წარმატებული იქნება-თქო, ტყუილია", - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ 2016 წელი ბევრი კონფლიქტითა და სკანდალით იქნება გაკერებული.
„იქნება ბევრი გაჯერებული ტყუილი, კონფლიქტი, სკანდალი და ასე შემდეგ, რადგან, როცა ადამიანებს ხსნიან და რადიკალურად იცვლება ქვეყნის, მათ შორის, იდეოლოგიური მიმართულება, ეს ყოველთვის მტკივნეული პროცესებია. ამიტომ უნდა აღიჭურვონ მოთმინებით და გაიგონ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალური მოთმინება და თავდაჭერა გვმართებს კიდევ, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში, აქ არ უნდა დავუშვათ სერიოზული შეცდომები, ვიმოქმედოთ ფრთხილად, წინდახედულად, „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის" პრინციპით, რომ არ იყოს სულსწრაფობა და ახალი შეცდომები არ დავუშვათ. რასაკვირველია, რაც უფრო მეტად გამოვავლენთ მაიმუნისთვის დამახასიათებელ გონებაგამჭრიახობას, ვიქნებით უფრო ოპტიმისტურები და უფრო მეტად იუმორით მივუდგებით სირთულეებს, მით უფრო ადვილად გავივლით ამ პერიოდებს და ყოველივე ეს უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ეს ჩვენთვის", - განაცხადა ცაგარელმა.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „კვირის ქრონიკა"