reportiori.ge - ქეთი დოლიძე: 2016 წელს საქართველოს მშვიდობას, ბარაქას, ხვავს, სიწყნარეს ვუსურვებ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 09:29
საზოგადოება
ქეთი დოლიძე: 2016 წელს საქართველოს მშვიდობას, ბარაქას, ხვავს, სიწყნარეს ვუსურვებ!
01 იანვარი, 2016. 13:20




რეჟისორ ქეთი დოლიძე ახალი წლის ღამეს საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. იშვიათი შემთხვევაა, როცა ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრების, შვილების გარემოცვაში ვერ ხვდება.


„ტრადიციულად, სახლში ოჯახთან, შვილებთან ერთად ვხვდები ყველა ახალ წელს. იშვიათია, სადმე წავიდე. ეს იშვიათად ხდება, როცა საზღვარგარეთ მიწევს ყოფნა. წესი გვაქვს, რომ ყველა უნდა ვიყოთ სახლში. აქედან გამომდინარე, თუ თბილისში ვართ, ყველა ერთად ვხვდებით..." - ამბობს დოლიძე.


რეჟისორს უყვარს ახალი წლის სამზადისის პროცესი, ამ დროს საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს თავად ამზადებს. „ძალიან მიყვარს წინასაახალწლო სამზადისი, ყველაფერს ვაკეთებთ ოჯახში, რაც საჭიროა ახალი წლის სუფრისთვის. ამ ყოველივეს პირადად მე ვაკეთებ", - აცხადებს დოლიძე.


რაც შეეხება საახალწლო სურვილებს - „2016 წელს საქართველოს მშვიდობას, ბარაქას, ხვავს, სიწყნარეს ვუსურვებ!" - ამბობს ქეთი დოლიძე "რეპორტიორთან" საუბრისას.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016