რეჟისორ ქეთი დოლიძე ახალი წლის ღამეს საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. იშვიათი შემთხვევაა, როცა ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრების, შვილების გარემოცვაში ვერ ხვდება.
„ტრადიციულად, სახლში ოჯახთან, შვილებთან ერთად ვხვდები ყველა ახალ წელს. იშვიათია, სადმე წავიდე. ეს იშვიათად ხდება, როცა საზღვარგარეთ მიწევს ყოფნა. წესი გვაქვს, რომ ყველა უნდა ვიყოთ სახლში. აქედან გამომდინარე, თუ თბილისში ვართ, ყველა ერთად ვხვდებით..." - ამბობს დოლიძე.
რეჟისორს უყვარს ახალი წლის სამზადისის პროცესი, ამ დროს საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს თავად ამზადებს. „ძალიან მიყვარს წინასაახალწლო სამზადისი, ყველაფერს ვაკეთებთ ოჯახში, რაც საჭიროა ახალი წლის სუფრისთვის. ამ ყოველივეს პირადად მე ვაკეთებ", - აცხადებს დოლიძე.
რაც შეეხება საახალწლო სურვილებს - „2016 წელს საქართველოს მშვიდობას, ბარაქას, ხვავს, სიწყნარეს ვუსურვებ!" - ამბობს ქეთი დოლიძე "რეპორტიორთან" საუბრისას.