„ახალ წელს, ბუნებრივია, კარგი განწყობით შევხვდი, როგორც საოჯახო, ასევე საქვეყნო თვალსაზრისითაც", - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მიაჩნია, რომ 2016 წელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება, „რადგანაც ჩინეთიდან წამოსული მატარებელი, რომელმაც დეკემბერში შემოაღო საქართველოს კარი, ბევრ სასიკეთო სიახლეს მოიტანს ქვეყნისთვის".
„პირადად ჩემთვის, 2016 წელი ისევ ლექსების კითხვის და თქვენთვის (ჟურნალისტებისთვის) ინტერვიუების მოცემის წელი", - ამბობს პოლიტოლოგი.
რამაზ საყვარელიძეს 2016 წელს თოვლის ბაბუამ „საჩუქარი უკვე მოუტანა".
„თუ თოვლის ბაბუას დავაბრალებთ, უკვე მომიტანა საჩუქარი ჩემი ქალიშვილის და სიძის სახით, რომლებიც საზღვარგარეთიდან გვესტუმრნენ შობა-ახალი წლის დღეებში. მე პირადად არაფერი მჭირდება, რაც ჩემს ახლობლებს სჭირდებათ, ღმერთმა ქნას, რომ თოვლის ბაბუამ მისცეს და ამით ჩემი პრობლემებიც შემცირდება", - ამბობს რამაზ საყვარელიძე "რეპორტიორთან" საუბრისას.