reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: ახალი წლის სამზადისში ჩემი მეუღლეა ჩართული, მე მხოლოდ დეგუსტატორი ვარ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 09:56
საზოგადოება
ალექსანდრე ქანთარია: ახალი წლის სამზადისში ჩემი მეუღლეა ჩართული, მე მხოლოდ დეგუსტატორი ვარ
01 იანვარი, 2016. 13:40



„ახალი წლის სამზადისში ჩემი მეუღლეა ჩართული, მე მხოლოდ დეგუსტატორი ვარ", - ამბობს პარლამენტარი ალექსანდრე ქანთარია. დეპუტატი ახალ წელს ოჯახურ გარემოში ხვდება. „ახალ წელს ოჯახი ყოველთვის სახლში ვხვდებით, იშვიათად მივდივართ მეგობრებთან. ერთადერთი, რითაც მეუღლეს ვეხმარები,  შეიძლება, ღვინო მოვიტანო", - აცხადებს ქანთარია „რეპორტიორთან" საუბრისას.


დეპუტატისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი იყო მაშინ, როცა ახალ წელს მარტო შეხვდა.


„ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ახალი წელი იყო, როცა სტამბოლში შევხვდი სრულიად მარტო. საკონსულოსთან გაურკვევლობა მოხდა და თეატრის მსახიობებთან ერთად მომიწია ქალაქში დარჩენა, თუმცა მათ უარი ვუთხარი და ასე შევხვდი ახალ წელს მარტო. ცოტა სევდიანი იყო, მაგრამ მაინც დასამახსოვრებელი", - განაცხადა ქანთარია.


2016 წლისგან დეპუტატი მეტ სტაბილურობას ელის. „საარჩევნო წელია და თავისთავად იქნება გარკვეული ვნებათაღელვა. იმედი მაქვს, არჩევნები, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, დასრულდება უკეთესად, ვიდრე წინა არჩევნები და დამკვიდრდება სამართლიანი არჩევნების ტრადიცია", - განაცხადა დეპუტატმა "რეპორტიორთან" საუბრისას.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016