reportiori.ge - დათო ლორთქიფანიძე: არ მიყვარს რესტორნები, ახალი წლის აღნიშვნა ოჯახურ გარემოში მირჩევნია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:17
საზოგადოება
დათო ლორთქიფანიძე: არ მიყვარს რესტორნები, ახალი წლის აღნიშვნა ოჯახურ გარემოში მირჩევნია
01 იანვარი, 2016. 22:58



პალამენტარი დათო ლორთქიფანიძე ახალ წელს, ტრადიციულად, ოჯახში ხვდება და მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად აღნიშნავს ახალი წლის შემობრძანებას. შემდეგ სტუმრად მიდის ან მასთან მოდიან სტუმრები. როგორც დეპუტატი ამბობს, არ უყვარს რესტორნები და ახალი წლის აღნიშვნა ოჯახურ გარემოში ურჩევნია.


„ვფიქრობ, ახალი წელი ისეთი დღეა, რომელიც მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან ერთად ოჯახურ გარემოში უნდა გაატარო. რესტორანიც კარგია, მაგრამ მშვიდ გარემოში სჯობს.

 

ჩემი სერიოზული მინუსია, რომ ახალი წლის სამზადისის დროს ვერაფერ ხელშესახებ დახმარებას ვერ ვუწევ ჩემს მეუღლეს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გავაკეთო, სუპერმარკეტიდან მოვიტანო აუცილებელი პროდუქტი. რაც შეეხება სამზარეულოს, ბევრ მამაკაცს შეუძლია საჭმელების მომზადება, მაგრამ მე ჩემი ნიჭი ამ კუთხით ვერ გამოვავლინე, მხოლოდ ის შემიძლია, ჩაიდანს ცეცხლი ავუნთო. მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.

 

2016 წლისგან ველი, რომ ქვეყნა გააგრძელებს სვლას დემოკრატიისკენ, სადაც ადამიანის უფლებები იქნება პრიორიტეტი, სადაც ადამიანებს არ დაჩაგრავენ პოლიტიკური შეხედულებეის გამო; 2016 საარჩევნო წელია და ვფიქრობ და ველოდები, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ყველაზე გონიერი ამომრჩველია მთელ მსოფლიოში, გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება", - განუცხადა „რეპორტიორს" პარლამენტარმა.


 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016