reportiori.ge - რატომ შეხვდა გიორგი ახვლედიანი 2 წლის შვილთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელში 21-ე საუკუნეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:22
საზოგადოება
რატომ შეხვდა გიორგი ახვლედიანი 2 წლის შვილთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელში 21-ე საუკუნეს
01 იანვარი, 2016. 22:46


 

გიორგი ახლედიანი ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახთან, შვილებთან და მეუღლესთან ერთად ხვდება. ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო გარემოა ახალი წლის შესახვედრად. შემდეგ უკვე სამეგობრო წრეში მიდის.

 

როგორც „რეპორტიორთან" საუბარში პოლიტიკოსი აღნიშნავს, საახალწლო სამზადისში ის ჩართულია მომმარაგებლის სტატუსით და ოჯახისთვის საჭირო პროდუქცია სახლში თავად მიაქვს.

 

„მომარაგების უფროსი ვარ. მე თავად დავდივარ ბაზარში, თავად ვარჩევ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლეც დადის, მაგრამ ამ საქმიანობით ძირითადად მე ვარ დაკავებული. ჩემი ბაზარში „მოგზაურობა" მთელი რიტუალია. მიყვარს პროდუქტის შერჩევა. ეს პროცესი მარტო იმით არ სრულდება, რომ სახლში სურსათი მომაქვს, ბაზარში ძალიან საინტერესო საუბრები და განხილვები მაქვს. ვისმენ სხვადასხვა განწობის, სხვადასხვა შეფასებების მქონე ადამიანთა აზრებს. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  მოკლედ, 12 საათზე რომ მივდივარ ხოლმე ბაზარში, დაახლოებით 6 საათზე ვბრუნდები სახლში", - ამბობს პოლიტიკოსი.

 

დასამახსოვრებელი და კურიოზული ფაქტით გამორჩეული ახალი წელი მისთვის 2001 წელი იყო:

 

„გამოვარჩევ ერთ ახალი წლის ღამეს, რომელიც კურიოზულ შემთხვევას უკავშირდება. 2001 წელი დგებოდა, გადავწყვიტე, 21-ე საუკუნეს ორიგინალურად შევხვედროდი. მაშინ ჩემი უფროსი ვაჟი იყო 2 წლის. გადავწყვიტე, წამეყვანა თავისუფლების მოედანზე, სადაც დაანონსებული იყო, რომ  იქნებოდა საოცარი სანახაობა, ფოიერვერკები და ა.შ. გახდა 23:55, დაიწყეს პიროტექნიკის სროლა, ატყდა საშინელი ხმაური... შედეგად მივიღე ის, რომ ჩემს პატარას ისე შეეშინდა, ისტერიკა დაემართა... ვერაფერი მოვიფიქრე,  გარდა იმისა, რომ  გავვარდი და თავისუფლების მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავვარდი, თან სანდროს ყურებზე ხელს ვაჭერდი, რომ დამშვიდებულიყო შეშინებული ბავშვი. მეც ცოტა ახალგაზრდა ვიყავი და ვერ გავთვალე, რომ ამ შედეგს მივიღები. მოკლედ, ასე შევხვდი 21-ე საუკუნეს მიწისქვეშა გადასასვლელში ჩემს სანდროსთან ერთად", - აღნიშნა ახვლედიანმა.

 

პოლიტიკოსი 2016 წელს ყველა მოქალაქეს სულიერ სიმშვიდეს უსურვებს.


მოლოდინი 2016 წლისა არის მაღალი, რადგან ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის რიგითი წელი არ იქნება. საზოგადოებაში არის განწყობა, შევცვალოთ დღეს არსებული სიტუაცია. 2016 უნდა გახდეს რეალურად განვითარების განმსაზღვრელი წელი. მომავალი საპარლამენტო არჩევნები კი არის ეტაპი, როდესაც საზოგადოებას ეძლევა შანსი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

ვისურვებდი, 2016 წელი იყოს სულიერი სიმშვიდის წელი. ეს ის მდგომარეობაა, როცა შენს გარშემო ყველაფერი დალაგებულია, მოწესრიგებულია; როდესაც სამსახურზე, ოჯახზე, ვინმეს ჯანმრთელობაზე არ გაქვს სანერვიულო. მინდა, თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო, რაც შეიძლება ხშირად ეგრძნოთ სულიერი სიმშვიდე 2016 წელს.

 

მათ შორის თქვენც, „რეპორტიორს": გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს, ბევრ მკითხველსა და მაყურებელს, განვითარებას, წინსვლას, უფრო მეტი შესაძლებლობების „ამოქოქვას", რომ საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტურად და მასობრივად მიაწოდოთ თქვენი პროფესიონალიზმით მოპოვებული მასალები", - განაცხადა ახვლედიანმა „რეპორტიორთან" საუბრისას.

 

 

 

 

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016