reportiori.ge - მანანა ნაჭყებია: ეს იყო ახალი წელი, რომელიც ყველაზე ტკბილად და ბედნიერად მახსენდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 09:45
საზოგადოება
მანანა ნაჭყებია: ეს იყო ახალი წელი, რომელიც ყველაზე ტკბილად და ბედნიერად მახსენდება
ავტორი:
01 იანვარი, 2016. 16:22



მანანა ნაჭყებიასთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ბედნიერი ახალი წელი 1988 წლის 28 დეკემბერს უკავშირდება, როცა პოლიტიკოსმა და მისმა მეუღლემ ხელი მოაწერეს და საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ. „ეს იყო ერთადერთი ახალი წელი, რომელსაც მე სახლში არ შევხვედრივარ, ამიტომ ეს ახალი წელი ყველაზე ტკბილადდა ბედნიერად მახსენდება", - ამბობს პოლიტიკოსი.


„ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი წლევანდელ ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდა. პოლიტიკოსი ყოველ ახალ წელს ახალი იმედებითა და სიახლეების მოლოდინით ეგებება.


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას არ ულხინს და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია, ყველანი ახალ წელს ველით ახალი მოლოდინებით, სიახლეებით. განცდაა, რომ ძველი წელი ყოველივე ცუდს წაიღებს, ახალი წელი მოიტანს ახალსა და საუკეთესოს. ეს მოლოდინი მეც მაქვს, ასე რომ, ახალ წელს დიდი იმედებით ვხვდები.

 

ახალ წელს შევხვდი ოჯახში და შემდეგ მეგობრებთან წავედი. ეს ის დღეა, როცა გვეძლევა საშუალება, ერთმანეთს ვუსურვოთ ბედნიერი მომავალი წელი, ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე, მშვიდობა. რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ჩვენს ოჯახს ამ დღეს არ აქვს, გარდა იმისა, რომ აუცილებლად კეთდება საცივი, რომელსაც აკეთებს ოჯახის დიასახლისი, ანუ მე. ეს არის ტრადიცია, რომელიც მოგვდევს ბებიაჩემისგან, დედაჩემისგან, ახლა მე და მინდა, რომ დამკვიდრდეს ეს, რადგან ამ დღეს უხდება ოჯახში გაკეთებული საცივი, გოზინაყი და არა ნაყიდი", - განაცხადა პოლიტიკოსმა „რეპორტიორთან" საუბრისას. მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ საახალწლო სუფრაზე თავადაა „პასუხისმგებელი", თავად ამზადებს კერძებს როგორც ტრადიციულს, ასევე, უცხოურს.


„საახალწლო სუფრისთვის ყველაფერს მე ვამზადებ, ნამცხვრების ჩათვლით. კულინარია ჩემი ჰობია. ძალიან მიყვარს ოჯახში კერძების მომზადება, როგორც ტრადიციულის, ასევე უცხოური სამზარეულოდან. ჩემთვის ეს პროცესი ერთგვარი განტვირთვაა იმ პოლიტიკური ცხოვრებისგან, რომლითაც ვცხოვრობ მთელი 15 წელია", - აცხადებს ნაჭყებია.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016