reportiori.ge - „რასაც თქვენ აკეთებთ გმირობაა“ - პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 10:14
საზოგადოება
„რასაც თქვენ აკეთებთ გმირობაა“ - პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცა
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 10:58



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფებს ახალი წელი მიულოცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილი თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრს სტუმრობდა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალი წელი შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასაც მიულოცა და სამხედრო ნაწილებს მიმართა.


"ჩვენი ფიქრი და ზრუნვა განსაკუთრებით თქვენთანაა დაკავშირებული - თქვენს კარგად ყოფნასთან, თქვენს ჯანმრთელობასთან და იმ მადლიერებასთან, რომელსაც ყოველი ჩვენგანი განვიცდით თქვენ მიმართ. იცოდეთ, რომ განსაკუთრებით ვფიქრობთ თქვენზე, განსაკუთრებით გვადარდებთ და ამაყები ვართ თქვენით!

 

ასევე მინდა, მოგესალმოთ ქართული ჯარის სხვა დანაყოფებს, რომლებიც თქვენს უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებთ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და კიდევ ერთხელ, გამოვხატო მადლიერება ჩემი და ქართული საზოგადოების სახელით! რასაც თქვენ აკეთებთ - ეს არის გმირობა; გმირობა, რომელიც არ არის უჩვეულო ჩვენი გენისთვის და ჩვენი წინაპრებისთვის, მაგრამ, რომლის გაგრძელებაც ყოველ თაობაში და ყოველ წუთს ძალიან დასაფასებელია.

 

გმადლობთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით და გვაქვს შესაძლებლობა, დღეს პირველ რიგში, ჩვენს ავღანელ გმირებს მივულოცოთ ეს დღე. თქვენთან ახალი წელი ნახევარი საათით ადრე დგება და მინდა, კიდევ ერთხელ, ჯანმრთელად და მშვიდობით უკან დაბრუნება გისურვოთ სამშობლოში, რომელსაც ძალიან სჭირდებით და რომელსაც ძალიან ეამაყებით. მიხარია, რომ ასე მხნედ და ძლიერად ხართ. მე რამდენიმე კვირის წინ შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს და ის განსაკუთრებით მადლიერია იმით, რასაც თქვენ ავღანეთში აკეთებთ. იქ საუბარი იყო, არა მარტო მხედრულ ღირსებაზე და უნარზე, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს გააჩნიათ, არამედ საუბარი იმაზეც, რა განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ თქვენ ავღანელ ხალხთან, როგორ შეძელით იქ ამ ურთიერთობის დამყარება, რამდენად დიდი სამსახური გაუწიეთ ავღანური შეიარაღებული ძალების შექმნას. ეს განსაკუთრებით კარგად იცის ავღანეთის პრეზიდენტმა და ჩემთვის ეს იყო საამაყო, იმიტომ, რომ მან იცის ქართველი ჯარისკაცების ფუნქცია და ღვაწლი, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ. ყველას გილოცავთ ახალ წელს. მინდა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დაცულობა, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება გისურვოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.


მართვის ცენტრში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საერაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და სამხედრო მრჩეველი ალექსანდრე ბარბაქაძეც იმყოფებოდნენ.


თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენშტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016