reportiori.ge - „გპირდები, ზუსტად ისე გავზრდი ჩვენს შვილებს, როგორც ერთად ვოცნებობდით“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 09:58
საზოგადოება
„გპირდები, ზუსტად ისე გავზრდი ჩვენს შვილებს, როგორც ერთად ვოცნებობდით“
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 12:26



გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას მეუღლის - განო მელითაურის წერილი:

 

"ჩემო სიცოცხლეო!!! სანუკვარო!!! ყველაზე ნიჭიერო, შეყვარებულო ნათელო ათინათო!!! ჩემო დღესასწაულო, სევდავ, სიბრძნევ!!! ჩემი სხეულის და სულის განუყოფელო, ჩემო მფარველო!!!

 

ნუ გეშინია! დროის ქარტეხილები ვერაფერს დაგვაკლებენ! ჰო, ბედისწერავ! შენ გეუბნები! სადაც არ უნდა წაგეყვანათ, იმას, რასაც მის მიმართ განვიცდი განზომილების საზღვრები ვერაფერს დააკლებს! ვერც გარდაცვალება მოერევა!

 

რამდენი პირობითი წელიც არ უნდა დამრჩეს დედამიწაზე, რამდენჯერაც არ უნდა მატკინონ გული მაინც ავდგები! აირევიან ამინდები, მაგრამ გპირდები, წელში გავიმართები, შენს საყვარელ სამოსში გამოვეწყობი და აუცილელად, აუცილებლად გიპოვნი!

 

გპირდები, ზუსტად ისე გავზრდი ჩვენს შვილებს, როგორც ერთად ვოცნებობდით - ვასწავლი მთავარს - რას ნიშნავს მეორე ადამიანის სიყვარული!

 

თქვენ კი მეგობრებო, ყველას განურჩევლად თქვენი ასაკისა, სქესისა, ჩემს მიმართ დამოკიდებულებისა, გისურვებთ ისე მაგრად გაგიმართლოთ ცხოვრებაში, როგორც მე და კოტე თოლორდავას გაგვიმართლა! ჩემგან საჩუქრად, ყველაზე ქარიზმატული სანტა თქვენ!", - წერს განო მელითაური სოციალურ ქსელში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016