reportiori.ge - NASA-ს რევოლუციური აღმოჩენა - რის შესაძლებლობას იძლევა მარსზე აღმოჩენილი წყლის კვალი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:46
მსოფლიო
NASA-ს რევოლუციური აღმოჩენა - რის შესაძლებლობას იძლევა მარსზე აღმოჩენილი წყლის კვალი?
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 13:33



NASA-ს მეცნიერების კვლევამ მარსზე და ბოლო აღმოჩენამ კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოვა კაცობრიობა ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნასთან - არის თუ არა სიცოხლე სხვა პლანეტებზე და ვართ თუ არა ჩვენ, დედამიწის მოსახლეობა მარტოები მზის სისტემაში.


მარილიანი წყლის ნაკადები წითელ პლანეტაზე სეზონურად ჩნდება. კლიმატით მარსი დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს. შედარებით თბილ პერიოდში NASA-ს მეცნიერების მიერ გადაღებულ მაღალი განზომილების სურათებზე წყლის ნაკადები გარკვევით ჩანს, ტემპერატურის დაცემის დროს კი გამქრალია. კვალი, რომ მარსზე ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ წყალი არსებობდა, ნასას მეცნიერებს უკვე აღმოჩენილი ჰქონდათ. თხევადი წყლის ეს კვალი კი ახალია.


NASA-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეხედულება, თითქოს მარსი მშრალი პლანეტა იყო, არასწორი აღმოჩნდა. გარკვეულ გარემოებების დროს მარსზე წყალი ჩნდება, რაც, მათი თქმით, რევოლუციური აღმოჩენაა. იქ სადაც წყალია, თეორიულად შეიძლება სიცოცხლეც იყოს.


NASA-ს მეცნიერები თავს იკავებენ, წინასწარ თქვან რამე, არსებობს თუ არა რამე ფორმით სიცოცხლე მარსზე, თუმცა იმას ადასტურებენ, რომ თხევადი სახით მარსზე წყლის არსებობა, როგორი მარილიანიც არ უნდა იყოს ის, პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესახებ თეორიულ შესაძლებლობას იძლევა.




წყარო: რუსთავი 2





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016