საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთში საქართველოს ელჩი, ლევან ნიჟარაძე გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გარდაცვალების გამო.
"ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის - მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის. ბატონი ლევანი, როგორც მაღალპროფესიონალი დიპლომატი, ორ ათწლეულზე მეტია ემსახურება სამშობლოს. 2014 წლიდან იგი გახლდთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ლევანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", -ნათქვამია ინფორმაციაში.