reportiori.ge - დავით სერგეენკოს რჩევები ახალი წლის შემდეგ ნაბახუსევზე მყოფებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:38
საზოგადოება
დავით სერგეენკოს რჩევები ახალი წლის შემდეგ ნაბახუსევზე მყოფებს
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 14:45



ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ალკოჰოლის მიღებასა და მის გვერდით მოვლენებზე ისაუბრა. მინისტრმა კომენტარები ახალი წლის დღეებში ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ექიმებში" გააკეთა:


"ალკოჰოლი არის წამალი, რომლის დოზირებულ-გამოზომილი და გამოკვეთილი მიღება გამაჯანსაღებელ ეფექტებს იწვევს ადამიანში. გამონაკლისი არის დაავადებები, რომლის დროსაც ცალსახად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. კერძოდ, ეს არის ღვიძლის დაავადებები, რადგან ღვიძლის საშუალებით ხდება ალკოჰოლის გამოდევნა-გამოყოფა, ასევეა გულ-სისხლძარღვთა  დაავადებები. ალკოჰოლო ბავშვებში ცალსახად მიუღებელია.

 

მე თვითონ მინახავს და გამიკიცხავს მშობლები, რომლებიც თავის შვილს ერთ ყლუპს ასმევს. ორსულობის დროს არცერთი წვეთი არ უნდა დალიოთ.

 

ნაბახუსევზე გვაქვს აჩქარებული გულისცემა, შევიწროებულია სისხლძარღვები. სისხლი მიდის თავში და თავის ტკივილის მიზეზიც ეს არის. ბევრი სისხლი მიდის გულსა და ფილტვებში. ყველა სხვა ორგანოში კი - ძალიან ცოტა. შესაბამისად, მომატებულია გულის კუნთის მოთხოვნა ჟანგბადზე. რაც უფრო მეტად იკუმშება, მით უფრო მეტი ჟანგბადი სჭირდება. ასეთ შემთხვევაში სამწუხარო სტატისტიკა გვაქვს - ნაბახუსევზე ხშირდება ბიოკარდიუმის გულის კუნთის ინფარქტი", - ამბობს მინისტრი. მისივე ინფორმაციით, ვარაუდი, თითქოს ალკოჰოლის მიღების დროს ყავა გვაფხიზლებს რეალობას არ შეესაბამება:


"კოფეინი და ალკოჰოლი არიან ანტაგონისტები. ერთმანეთის მოქმედებას ამცირებენ. შესაბამისად, თრობის ხარისხი შეიძლება კოფეინმა შეამციროს, თუმცა, მისი რეალური ეფექტი არც კი იგრძნობა.

 

ყავა აძლიერებს სითხის დაკარგვას და გულის ცემის გახშირებას იწვევს. ამიტომ მის დალევას არათუ აზრი არ აქვს, არამედ მავნებელიც არის.

 

რაც შეეხება გაზიან სასმელს, მას იღებენ იმიტომ, რომ ამ დროს ძლიერი წყურვილის შეგრძნებაა  და გაზიანი სასმელი სუბიექტურად უფრო აკმაყოფილებს მოთხოვნას. თუმცა, მაღალი რისკია და გაზიანი სასმელის დალევა არ ღირს. მინერალური წყალი კარგია, ოღონდ გაზგასული.

 

რაც შეეხება ცხელი შხაპის მიღებას, ახალგაზრდებს და ფიზიკურად კარგ კონდენციაში მყოფებს, შეუძლიათ. თუმცა, ზოგადად არანაირი დამატებითი სტრესი ნაბახუსევზე არ შეიძლება. უბრალოდ იმიტომ, რომ ზედა ზღვარზე არის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, გახშირებულია გულისცემა, რასაც ცხელი აბაზანა კიდევ უფრო გაზრდის და, მათთვის, ვისაც რისკები აქვს გულსისძარღვთა სისტემის მხრივ, შეიძლება ეს ცუდი შედეგით დამთავრდეს", - განაცხადა სერგეენკომ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016