reportiori.ge - ''დაგბედებოდეთ ასეთი მუსიკა და ასეთი სილამაზე ყველას!''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:44
კულტურა
''დაგბედებოდეთ ასეთი მუსიკა და ასეთი სილამაზე ყველას!''
02 იანვარი, 2016. 16:31



დღეს ელსო ბოლქვაძის დაბადების დღეა!


გულწრფელი მილოცვა და კეთილი სურვილები!


საამაყო ქალბატონია!


მისი დაბადება მახსოვს. საზეიმო სუფრაც. "გიჟს" დამსგავსებული მამა-უნიჭიერესი და განსაცვიფრებელი პოეტი ზაურ ბოლქვაძე.


ჰოდა, რაც მაშინ ვისურვეთ, იმაზე უკეთესი გაიზარდა ის ახლადდაბადებული ქალბატონი და გახდა უსაყვარლესი და საამაყო შვილი ქვეყნისა, მისი სახელის საზღვრებს გარეთ გამტანი, არა მარტო როგორც გამოჩენილი მუსიკოსი, არამედ როგორც ჩინებული მოღვაწე: იუნესკოს მშვიდობის ელჩი!


სამადლობელი თუნდაც იმიტომ არის, რომ დაარსა ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი. თანაც რა ფესტივალი...


მამამისმა ლექსად დაუტოვა ანდერძი ("ჩემი ლოცვა ელისოს"). და როცა ამ ლექსს გაეცნობით, თქვენთვის ნათელი იქნება რა ერთგულებით და რა რუდუნებით ასრულებს მამის ლოცვა-ანდერძს ეს ულამაზესი ქალბატონი:



ჩემო ტკბილო პაწიავ,

სიხარულო ახალო,

რაც კი მე გამაჩნია.

მინდა, შენ მოგახმარო!

კდემა გქონდეს ქალური,

ჩემი გოგო, მზისთვალო,

აკვნისხელა მამული

ვერვინ ვერ მოგიშალოს!

ჩემი ფიქრის სათავევ,

არ დაიწვე უალოდ,

მამა-პაპის საფლავებს

გვერდი არ აუარო!

მამულისთვის ანათე,

მის დიდ წარსულს ჩაჰხედე.

ერს არგე რა, სანამდე

ერით იამაყებდე!

მშობელ მიწას მოვლდა და

მზრუნველობა სჭირდება,

მიწა ბავშვივითაა, -

მოვლა-ზრუნვით იზრდება!

შენი წუთისოფლის დღე

ნუ გქონოდეს სადარდო,

მე თუ ადრე მოგიკვდე,

ჩემმა ლოცვამ გაგზარდოს!

იყავ მუდამ ხალასი,

ერი იყოს მზე შენი...

და თ მაინც დამარცხდი,

სულით ნუ დაეცემი!

სიმართლეზე თვალები

არ დახუჭო არასდროს,

კაცს თუ დაეხმარები,

შვილო, არ დაამადლო!

დედის იავნანა ხარ, -

ჩემი ბედის სასწორო, -

მამულს გარეთ დამარხვა,

შვილო, ბედმა გაშოროს!

სულში მზე თუ ინთება,

მაშინ უნდა უმღერო,

ყალბი ქება-დიდება,

შვილო, არ შეიფერო!

გაგერიდოს ქარ-წვიმა,

სინანული მარადდღე...

და თ მტრობა გაგწირავს,

სიყვარული გფარავდეს!

გულში ვარდი მიყვავის -

შენი ლოყებისთანა...

კარგი დედა იყავი,

მეტი არა მინდა რა.

სულ ილოცე, ელისო,

ერისთვის და ენისთვის,

ეოცა მამულს შეიცნობ,

მაშინ, შვილო, შენ იცი!

მაწვალებენ ფიქრები,

მეტს ვერ გეტყვი ამჯერად...

საამაყო იქნები,

თუ ღმერთმა არ დამწყევლა!

ღმერთო, ჩემი ელისო

მამულს შენ ანაცვალე,

შეისმინე ეს ლოცვა

და სიცოცხლე მაცალე!..



ახლა კი, თავად ქალბატონ ელისოს მოვუსმინოთ.

დაგბედებოდეთ ასეთი მუსიკა და ასეთი სილამაზე ყველას!



 

 




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016