საზოგადოება
საახალწლო ქალაქში, თბილისის მერიის ბიგ-ბენდის საახალწლო კონცერტი გაიმართება
03 იანვარი, 2016. 14:06
3 იანვარს, ვარდების მოედანზე, საახალწლო ქალაქში, თბილისის მერიის ბიგ-ბენდის საახალწლო კონცერტი გაიმართება.
თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ცნობით, საახალწლო ქალაქში კულტურული პროგრამა 12:00 საათიდან დაიწყება. პროგრამა დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით.
ვარდების მოედანზე დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე სხვადასხვა თეატრის პერფორმანსები გაიმართება, 20:30 საათზე კი ბიგ-ბენდის საახალწლო კონცერტი დაიწყება.
სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბერს ვარდების მოედანზე საახალწლო ქალაქის გახსნით დაიწყო და 7 იანვარს „ალილოთი" დასრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს სულ საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის დაახლოებით 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა.
15 თებერვალი, 2016. 03:14
15 თებერვალი, 2016. 03:07
15 თებერვალი, 2016. 01:18
14 თებერვალი, 2016. 16:50
14 თებერვალი, 2016. 16:00
14 თებერვალი, 2016. 11:44
14 თებერვალი, 2016. 11:38
14 თებერვალი, 2016. 11:31
ლევან ვასაძე: თამარ სანიკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი
14 თებერვალი, 2016. 11:28
14 თებერვალი, 2016. 11:01
14 თებერვალი, 2016. 02:29
14 თებერვალი, 2016. 00:07
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 21:51