ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში დაკარგულ 3 პირს დაახლოებით ერთი საათია ვერტმფრენით ეძებენ. პროცესში მონაწილეობას შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 50-მდე ადგილობრივიც იღებს. ადგილზე იმყოფებიან დაკარგულების ახლობლებიც.
ერთ-ერთ დაკარგულის დედა მარინა გელაშვილი აცხადებს, რომ ლევან ჯალალოვი ოჯახს ბოლოს 30 დეკემბერს დაუკავშირდა და უთხრა, რომ საახალწლოდ სახლში იქნებოდა. ამის შემდეგ კი მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ჯალალოვის ოჯახის წევრების განცხადებით, ის პოლონეთიდან საშობაოდ იყო საქართველოში ჩამოსუილი და მთაში სანადიროდ წავიდა. დაკარგულებთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ადგილობრივი გიორგი თურქაძე, რომელმაც სახლში დაბრუნება შეძლო. თურქაძე აცხადებს, რომ ჯალალოვსა და მის მეგობრებს არ აქვთ საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა სოფელში დასაბრუნებლად.
შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოების დაწყებას უამინდობა და თოვლის მაღალი საფარი ხელს უშლიდა, საბოლოოდ კი დაკარგულების მოძებნა შს სამინისტროს მიერ გამოყოფილი ვერტმფრენით გადაწყდა.