ახალი წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი საგრძნობლად გაძვირდა. ფასმა იმატა კომპანია „ომეგა"-ს მიერ შემოტანილ სიგარეტებზე.
„ომეგა"-ს თანამშრომლების განცხადებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - „PARLIAMENT"-ის, „Marlboro"-ს, „Chesterfield"-სა და „L&M"-ის ღირებულება, თუმცა გაძვირების მიზეზს კომპანიაში ვერ ასახელებენ.
სხვა სავაჭრო ობიექტების ინფორმაციით კი, „ომეგა"-ს დისტრიბუტორებს ნაწარმი მათთან უკვე ერთი თვის განმავლობაში არ შეუტანიათ. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი კომპანიების განმარტებით, ფასზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. გაძვირების სავარუდო მიზეზად კი აქციზის მოსალოდნელი ზრდა სახელდება.
„რამდენად გაზრდის სახელმწიფო აქციზის ფასს ვერ გეტყვით და იმის მიხედვით გავზრდით ჩვენც. როდესაც სახელმწიფო აქციზის ფასის გაზრდას გეგმავს, სიგარეტის გაძვირება ჩვეულებრივი მოვლენაა," - განაცხადება „კურიერთან" საუბრისას კომპანია „ბი და ჯი"-ს გაყიდვების მენეჯერმა ირაკლი თოლომაშვილმა.
კომპანია „ბი და ჯი"-ს საქართველოში „GAULOISES", „Davidoff" და „M M"-ი შემოაქვს, რომლის გაძვირებასაც მათი შემომტანები არ გამორიცხავენ.