მსოფლიო
თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად ტიკრიტში 15 სამხედრო დაიღუპა
03 იანვარი, 2016. 15:54
„როიტერის" გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ტიკრიტში ერაყის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე „ბოევიკების" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 22 დაიჭრა.
სააგენტოს ცნობით, სამხედრო ბაზაზე იერიში ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიტანა. ორმა მათგანმა მანქანა ჭიშკართან ააფეთქა, დანარჩენმა სამმა კი თავი იმ ადგილზე აიფეთქა, სადაც ძალოვანების მომზადება ხდება.
მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების განცხადებით, მათი სამიზნეა არამეგობარი ქვეყნის არმიის მწვრთნელები.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40