მსოფლიო
თურქეთის სანაპირო დაცვამ 57 მიგრანტი გადაარჩინა
03 იანვარი, 2016. 17:59
თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ეგეოსის ზღვაში საბერძნეთისკენ მიმავალი 57 მიგრანტი გადაარჩინა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გემი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, მეჩეჩზე შეჯდა. 12 ადამიანი, მათ შორის სამი ავადმყოფი ბავშვი ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენები კი თევზსაჭერი გემებით ნაპირზე გაიყვანეს.
გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისრის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 2015 წელს ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის გავლით, მილიონ 573 ადამიანი შევიდა, ხოლო 3753 ადამიანი ჩაიძირა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40