reportiori.ge - დავით ნარმანიამ 105 წლის ნინა კილოსანიძეს ახალი წელი მიულოცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:12
საზოგადოება
დავით ნარმანიამ 105 წლის ნინა კილოსანიძეს ახალი წელი მიულოცა
ავტორი:
03 იანვარი, 2016. 20:02


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 105 წლის ნინა კილოსანიძეს ახალი წელი მიულოცა. თბილისის მერთან ერთად კილოსანიძის ოჯახში მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდნენ.


105 წლის ნინა კილოსანიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და დამსახურებული ექიმია, იყო პირველ კლინიკურ საავადმყოფოსთან არსებული ლაბორატორიის გამგე, მუშაობდა ხანდაზმულობის ასაკამდე.


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია 100 წელს გადაცილებულ ადამიანებზე განსაკუთრებით ზრუნავს.


ჩვენ 100 წელს გადაცილებულ ადამიანებზე განსაკუთრებით ვზრუნავთ, იმიტომ რომ მათ ჩვენი განსაკუთრებული მზრუნველობა და მოფერება სჭირდებათ. უნდა დავაფასოთ ისინი, უნდა დავაფასოთ მათი ღვაწლი და მათი გავლილი წლები. ყოველთვის სასიხარულოა ამ ასაკის ადამიანებთან შეხვედრა და გასაუბრება. განსაკუთრებული პატივია, როცა ამ ასაკის ადამიანებს ვულოცავთ ახალ წელს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.


ხანდაზმულთა პატივისცემის, მათზე ზრუნვისა და თანადგომის მიზნით, თბილისის მერია 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ადამიანებს , რომლებსაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ, 1000 ლარით ასაჩუქრებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016