reportiori.ge - ზვიად კვაჭანტირაძე: ერთი გამოცდილი კაცი, ირაკლი მეძმარიაშვილი გვაფრთხილებდა ყველას- მოემზადეთ ზამთრის სეზონისთვისო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:23
საზოგადოება
ზვიად კვაჭანტირაძე: ერთი გამოცდილი კაცი, ირაკლი მეძმარიაშვილი გვაფრთხილებდა ყველას- მოემზადეთ ზამთრის სეზონისთვისო...
ავტორი:
03 იანვარი, 2016. 20:12


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „ენერგო პრო ჯორჯიას" მიმართავს და 2 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფლებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის გამო, რომლებთაც ელექტროენერგიის მწოდება უხვი ნალექის გამო შეუწყდათ, უკმაყოფილებას გამოხატავს.


„ფოტოები საახალწლო ოზურგეთიდან გულს მიხალისებს და მიუხედავად ამდენი სილამაზისა, მიუხედავად ამხელა სამზადისისა ქალაქში თუ სოფლებში, ასობით აბონენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ძირითადად სოფლებში) უშუქოდ შეხვდა ახალ წელს.

 

წარმოიდგინეთ? მესმის, დღეს ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ ფაქტია. მართალია, ამ გაფუჭებულ საქმეზე მაქსიმალურად მოიკრიბეს ძალები და 70 %-ის აღდგენა მოხერხდა  12 საათამდე, მაგრამ ამ წუთისთვის, ანუ , 2 იანვრის 01:05 ისთვის ისევ 3500 აბონენტია გამორთული. ფიზიკური მიზეზი??? - ნუ იტყვით და თოვლი მოსულააა.

 

 

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დეკემბერში თოვლი აბა არ უნდა მოვიდეს? ალბათ "ენერგო პრო ჯორჯია" ახალ წელს თოვლს საერთოდ არ ელოდებოდა. ჯერ კიდევ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ერთი ძალიან გამოცდილი კაცი ირაკლი მეძმარიაშვილი გვაფრთხილებდა ყველას, მოემზადეთ ზამთრის სეზონისთვისო. ყველას დავუგზავნე მაშინ ეს გაფრთხილება. ეტყობა, ენერგო პრო ჯორჯიაში არც უნახავთ. ან ჩემი გაფრთხილება რათ უნდათ, რა, თავად არ იციან, რომ დამპალი ბოძები და სადენები , რომელთა მოვლა- პატრონობის და ზამთრისთვის მომზადების პირდაპირი ვალდებულება გააჩნიათ პრობლემებს შექმნიან თუ დროზე არ მიხედე? ტარიფების მომატებაზე ხომ იზრუნეთ, ამ დროს გამრიცხველიანებასაც კი ვერ ახერხებთ! ერთ თეთრს ერთი დღით არავის პატიობთ და გინდათ თქვენმა აბონენტებმა გაპატიოთ ასეთი უპასუხისმგებლობა! 2 ღამეა ოზურგეთში მთელი ხელმძღვანელობა ფეხზე დგას, საკუთარ ოჯახებშიც არ მისულან, ხან ერთი ხაზის რემონტზე არიან, ხან მეორესი და ასობით საყვედურის მოსმენა უწევთ. რატომ, თორემ კი? არ გაფრთხილებდნენ, არ გთხოვდნენ დროზე მიგეღოთ ზომები და ზამთრისთვის სარემონტოები ბოლომდე მიგეყვანათ? ხვალ 15 ბრიგადას აგზავნიან ოზურგეთში. აქამდე რომ გეზრუნათ არც ამ ბრიგადებს გაუმწარებდით ახალი წლის დღესასწაულებს.

 

არც კი იფიქროს ვინმემ თქვენი გამოქომაგება "ენერგო პრო ჯორჯია" !!!

 

რაც თქვენ ეს ორი დღეა თქვენი უპასუხისმგებლობით ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას გვავნეთ, ამას ასე მარტივად არ გადაგატანინებთ. პასუხს მოგთხოვთ მთელი სიმკაცრით!

 

P.S. ამ სტატუსის ადრესატი მხოლოდ "ენერგო პრო ჯორჯიაა" და ჟურნალისტები და სააგენტოები კუდებს ნუ გამოაბამთ. ჩვენ, ხელისუფლებაში ყველას ერთნაირი საზრუნავი გვაქვს და ერთმანეთს ყოველთვის გვერდში დავუდგებით პრობლემების მოსაგვარებლად."- აღნიშნავს კვაჭანტირაძე. 


http://reportiori.ge/?menuid=3&id=75289



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016