reportiori.ge - კახა კახიშვილმა მსჯავრდებულის შვილს საახალწლო სურვილი აუსრულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:12
საზოგადოება
კახა კახიშვილმა მსჯავრდებულის შვილს საახალწლო სურვილი აუსრულა
ავტორი:
03 იანვარი, 2016. 20:31


„13 წლის ვარ და მამა მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა 5 წლის ვიყავი და მისი სახეც აღარ მახსოვს. მამასთან ტელეფონით საუბრის დროს გავიგე, რომ ის ქ. რუსთავის N 16 დაწესებულებაშია. გთხოვთ, გაათავისუფლოთ მამიკო ამ ახალ წლამდე. მინდა, რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ. ან კიდევ, გავიგე, რომ არსებობს პროექტი, როდესაც პატიმარს შაბათ-კვირას სახლში უშვებენ, თუ შეგიძლიათ, გთხოვთ დამეხმაროთ. მადლობა, წინასწარ" - ეს წერილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრმა 13 წლის მოზარდისგან, რომელიც ქუთაისში მიუსაფარ ბავშვთა სოფელში ცხოვრობს, 10 დეკემბერს მიიღო.


კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.გ-ს საქმე ადგილობრივმა საბჭომ განიხილა და მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.


გ.გ- მ მე-16 დაწესებულება 31 დეკემბერს დატოვა და სამინისტროს დახმარებით შვილთან შესახვედრად საახალწლო საჩუქრებით გაემგზავრა. საპატიმროდან გათავისუფლებული მსჯავრდებულის ქუთაისში ტრანსპორტირებაც სამინისტრომ უზრუნველყო.



არ ველოდებოდი გათავისუფლებას, არც ვიცოდი არაფერი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს შვილს, რომელმაც წერილი მიწერა მინისტრს და ჩემი განთავისუფლება სთხოვა. ათი წელია ბავშვი არ მინახავს, ჩემი სახეც კი არ ახსოვს. ეხლა პირდაპირ მასთან წავალ, არ იცის რომ გამომიშვეს და რომ დამინახავს ალბათ ძალიან გაუხარდება" - განაცხადა გ.გ.-მ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016