reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: გილოცავთ უწმინდესო და ბოდიში, რომ ხშირად გტკენთ გულს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:41
საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: გილოცავთ უწმინდესო და ბოდიში, რომ ხშირად გტკენთ გულს...
ავტორი:
03 იანვარი, 2016. 21:03


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.



 

„გილოცავთ უწმინდესო და ბოდიში,  რომ ხშირად გტკენთ გულს

 

46 ეპარქია, 47 მღვდელმთავარი, 3 000 ბერ-მონაზონი და 2 000-ზე მეტი მოქმედი ტაძარი-ასეთია საქართველოს ეკლესია დღეს, არადა 38 წლის წინ მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.

 

არადა, როგორც ერთმა სასულიერმა პირმა თქვა ილია მეორემ სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარაო.

 

პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიას მრავალი წმინდანი შეემატა, მათ შორის არიან ილია მართალი, გაბრიელ ქიქოძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, მელქისედეკ პირველი, ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი და კიდევ მრავალი.

მის მიერ მესამე და მომდევნე ბავშვის მონათლის ინციატივამ მკვეთრად გაზარდა შობადობის მაჩვენებელი დადემოგრაფიული მდგომარეობა შეცვალა საქართველოში.

 

გილოცავთ ჩვენო უწმინდესო 83 წლის იუბილეს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას დღეგრძელობას. თვენ ერთხელ განაცხადეთ: ,, მე მაქვს ღვთის იმედი რომ ისე არ გავალ ამ ქვეყნიდან, რომ არ ვნახო გამთლიანებული საქართველო". დარწმუნებული ვარ სწორედ თქვენი ლოცვა კურთხევით ჩვენ შევძლებთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების და თანამოძმეების დაბრუნებას.

 

გილოცავთ უწმინდესო და ბოდიში რომ ხშირად გტკენთ გულს."


4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016