reportiori.ge - თინა კანდელაკი საიდუმლოდ გათხოვდა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:09
საზოგადოება
თინა კანდელაკი საიდუმლოდ გათხოვდა?
ავტორი:
03 იანვარი, 2016. 23:18


როგორც ჩანს, 40 წლის თინა კანდელაკი გათხოვდა, ამას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი ფოტოები მოწმობს.


თაყვანისმცემლებმა თიკას ალბომში ჯერ ნიშნობის ბეჭედს მოჰკრეს თვალი, შემდეგ საქორწინოს. კანდელაკი საყვარელ მამაკაცს ჟურნალისტებს არ აცნობს, უფრო მეტიც, მას საგულდაგულოდ მალავს.


მიუხედავად იმისა, რომ თინა, ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა Instagram -ში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მდიდრული ნიშნობის ბეჭედი უკეთია. მისი წარწერა კი ორაზროვანია: "თუ რაღაც გულით გსურს, არ შეაკავო, გაათავისუფლე. თუ დაგიბრუნდა, იგი სამუდამოდ შენი იქნება, ხოლო თუ არ დაგიბრუნდება, ესე იგი შენი არც არასდროს ყოფილა". რამდენიმე დღის შემდეგ კი იმავე Instagram -ში თინამ გამოაქვეყნა ფოტო. მას Dolce&Gabbana-ს თეთრი კაბა აცვია და ორიგინალური თავსაბურავი ამშვენებს. მილოცვებმა არ დააყოვნა.


თაყვანისმცემლებმა ტელედივას დაქორწინება მიულოცეს: "თუ ეს ისაა, რაც ჩვენ გვგონია, სიყვარულს, ბედნიერებას და ნათელ კარმას გისურვებთ". "გილოცავთ, ძალიან ლამაზი პატარძალი ხართ".


24 დეკემბერს კანდელაკნმა Instagram -ში საქორწინო ბეჭდის სელფი გამოაქვეყნა, მაგრამ ნიშნობასა და ქორწინებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჭორის დონეზე ცნობილია, რომ თინას ახალი ტელეარხის "მატჩ ტვ-ის" გენერალურ პროდიუსერთან ჰქონდა რომანი. ეს ტელედივას მეორე ქორწინება იქნება. მისი პირველი ქმარი მხატვარი და ბიზნესმენი ანდრეი კონდრახინი იყო, რომელთანაც თინას ორი შვილი ჰყავს. 


 

 

 

 

 

 

http://www.marao.ge/satcorao/11527-thina-kandelaki-saidumlod-gathkhovda.html

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016