reportiori.ge - განვითარებულ ქვეყნებში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:53
საზოგადოება
განვითარებულ ქვეყნებში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 00:55


თსუ-ის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა თამბაქოს ფასების ზრდას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ  მეთოდით ნიკოტინის პროპაგანდასა და გავრცელებას ნაწილობრივ ებრძვის.


კირტავა თამბაქოს უარყოფით მხარეებზე საუბრობს:



„სიგარეტის გაძვირების თაობაზე:


1) დამტკიცებულია, რომ სიგარეტის რამდენიმე კომპონენტი არის ტოქსიური და მავნე - იწვევს და/ან მრავალჯერ ზრდის გულის და ფილტვის ქრონიკულ დაავადებების, კიბოს, ჰიპერტენზიის, ინსულტის, ინფარქტის, მეორადი იმუნოდეფიციტის, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, სექსუალური დისფუნქციის/იმპოტენციის, უნაყოფობის, აბორტების და ნაყოფის განვითარების დაავადებების რისკს.


2) დამტკიცებულია, რომ სიგარეტის არა მარტო აქტიური, არამედ პასიური მომხმარება - ახლო მყოფების მიერ სიგარეტის გამონაბოლქვის შესუნთქვა - ასევე ზრდის მრავალი ზემოთჩამოთვლილი დაავადებების რისკს.


3) სიგარეტის წევა ასევე ცუდად მოქმედებს მოზარდების განვითარებაზე, რაც უფრო ადრე იწყებს მოზარდი სიგარეტის მოხმარებას, მით მეტია მისი დამაზიანებელი ეფექტი.


4) სიგარეტის მიჩვევის შემდეგ ადამიანი ხდება ნიკოტინდამოკიდებული, რაც იწვევს სიგარეტის მოხმარების სულ უფრო მეტ ზრდას, რაც თავის მხრივ, ზრდის ზემოთჩამოთვლილი დაავადებების რისკს.


5) სიგარეტის ინდივიდუალურ მოხმარებას აქვს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი ამ პიროვნების მიმართ, ხოლო მასიურ მოხმარებას - მთლიანად საზოგადოების მიმართ, რადგან ცნობილია, რომ სიგარეტი აუარესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ამცირებს შრომის ნაყოფიერებას, განსაკუთრებით, გონებრივი შრომის ნაყოფიერებას.


ბოლო 30-40 წლის განმავლობაში სიგარეტის მოხმარება მცირდება განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის რიგ ფენებში - განათლების პროპორციულად, რაც უფრო განათლებულია ადამიანები, მით უფრო მეტად ხვდებიან ისინი, რა დიდი ზიანის მომტანია სიგარეტი. სამწუხაროდ, სიგარეტის მოხმარება იზრდება დაბალი განათლების ფენებში, ისევე როგორც - განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიებმა გადაიტანეს თავისი წარმოების და სარეკლამო აქტივობების ძირითადი პოტენციალი! სამწუხარო რეალობაა, რომ თუ ჩვენ იმის იმედად ვიქნებით, როდის მიხვდებიან ეს ადამიანები სიგარეტის მავნებლობას, ამას შეიძლეა საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების 20-30 წელი მაინც დაჭირდეს და ისიც არაა გამორიცხული, რომ ამ მხრივ სიგარეტის ანტირეკლამა, ფინანსური შესაძლებლობებით მაინც, ვერასოდეს დაეწიოს სიგარეტის რეკლამას!


ამიტომ - იაფი სიგარეტი არის მკვლელობების ხელშეწყობა. ძვირი სიგარეტი არის არასრულყოფილი, მაგრამ ნაწილობრივი პრევენცია მაინც, რომ ნაკლებმა მოზარდმა დაიწყოს მოწევა და მეტმა მწეველმა იფიქროს თავის დანებებაზე!


დაბოლოს, იმ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიგარეტზე აქციზი გაიზარდა, ამ ღონისეძიებით შემოსული თანხების დიდი ნაწილი ხმარდება სიგარეტით გამოწვეეული დაავადებების კვლევას და მკურნალობას. იმედია, ჩვენს ხელისუფლებასაც ასე აქვს განსაზღვრული..."- აღნიშნავს კირტავა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016