reportiori.ge - საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:33
მსოფლიო
საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 12:12



„როიტერის" ცნობით, საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ირანის დიპლომატიური მისია და მასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურა ქვეყანას 48 საათის განმავლობაში დატოვებს.



საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ადელ ალ-ჯუბეირა განცხადებით, ხელისუფლება არ მისცემს უფლებას ირანს, საუდის არაბეთის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.


საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა კონფლიქტის ესკალაციის ფონზე გაწყვიტა.


რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა. საპასუხოდ ირანმა მწვავე განცხადებები გააკეთა, საუდის არაბეთის საგარეო უწყებამ კი ირანის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.

შიიტი მქადაგებლის სიკვდილით დასჯას ირანში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. გუშინ ასობით ირანელი თეირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოს თავს დაესხა და შენობის დაწვა სცადა. ამის შემდეგ ირანიდან საუდელი დიპლომატების ევაკუირება განხორციელდა.



ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავებას აშშ გამოეხმაურა. „BBC"-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიიტი ღვთისმეტყველის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.


საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ერ-რიადის ქმედებებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ვითარება გაამწვავოს.



თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შიიტებსა და სუნიტებს მოუწოდა, ესკალაციისგან თავი შეიკავონ.



შიიტი მქადაგებელი ნომ ალ-ნიმრი 2011 წელს, საუდის არაბეთში დაწყებულ, შიიტების მასობრივ ანტისამთავრობო აქციებს აქტიურად უჭერდა მხარეს. ის 2012 წელს დააკავეს. შეიხის სიკვდილით დასჯის შემდეგ საუდის არაბეთის აღმოსავლეთში, ასევე ბაჰრეინსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები გაიმართა.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016