reportiori.ge - „შენიშვნებით მიმართეთ "ომეგა"-ს, რომელიც სიგარეტის გაძვირების უკან დგას“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:03
საზოგადოება
„შენიშვნებით მიმართეთ "ომეგა"-ს, რომელიც სიგარეტის გაძვირების უკან დგას“
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 12:17



ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან აქციზის ზრდას პირდაპირი კავშირი არ აქვს. სამინისტროს ინფორმაციით, აქციზზე გადასახადი პირველი იანვრიდან მხოლოდ 20 თეთრით გაიზარდა და თამბაქოს ღირებულების არაადეკვატურ გაძვირებას ვერ გამოიწვევდა. 


"ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას და ჩვენი აზრით, ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.


ახალი წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი საგრძნობლად გაძვირდა. ფასმა იმატა შპს „ომეგა"-ს მიერ შემოტანილ პროდუქციაზე. „ომეგა"-ს თანამშრომლების განმარტებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პარლამენტის, მარლბოროს, ჩესტერფილდისა და ელ ემ-ის ღირებულება, თუმცა გაძვირების მიზეზს კომპანიაში ვერ ასახელებენ. 


ასევე, არსებული ინფორმაციით სავაჭრო ქსელში პროდუქციის დეფიციტი, სავარაუდოდ, „ფილიპ მორისის“ მიერ სადისტრიბუციო კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ თანამშრომლობის შეწყვეტამ გამოიწვია. 


„შენიშვნებით მიმართეთ შ. პ. ს. "ომეგა"-ს, რომელიც ამის უკან დგას", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016