ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძის შენიშვნები „ენერგო-პრო ჯორჯიას" - გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთის მოსახლეობას ოთხი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება და თუკი კომპანია თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, სახელმწიფომ კონტრაქტი უნდა გაუწყვიტოს:
„ძალიან არ მიყვარს ასეთ თემებზე წერა, მაგრამ გონივრული ზღვარი არსებობს ყველანაირი შეფერხების. ოთხი დღეა, ოზურგეთში უმცირესი ამოვარდნების გარდა, შუქი არ არის ჩემს და ახლო-მახლო უბნებში. გაუგებარი მიზეზების გამო. ჯერ მამაჩემის პანაშვიდები, ახლა - სოფელში, სადაც ბებიას პანაშვიდები მიმდინარეობს წუთითაც არ მოსულა. „ზევით," რეკვები და ა.შ. ჩემი სტილი არ არის და არც უშუქობაზე შევიწუხდები თავს ასეთ დროს, ტექნიკურად ძალიან რომ არ გვაზარალებდეს. ენერგო-პროს ცინიკური ოპერატორების პასუხი ასეთია: წამოთოვა და დაზიანებულიაო. ახალი წელიაო. ამბავი.მოკლედ. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და თუ კომპანია ვერ ასრულებს მოვალეობას, სახელმწიფომ უნდა გაუწყვიტოს კონტრაქტი. სხვა გამოსავალი არ ვიცი", - წერს კეკელიძე.