reportiori.ge - „ეს ერთ-ერთი ადგილია, რომელიც სტიქიის დროს დაზიანდა“ - საბურთალოს რაიონში ახალი სკვერების მოწყობა დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:37
საზოგადოება
„ეს ერთ-ერთი ადგილია, რომელიც სტიქიის დროს დაზიანდა“ - საბურთალოს რაიონში ახალი სკვერების მოწყობა დასრულდა
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 10:25



საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩიქოვანის № 30, 34 და 36 კორპუსებში ახალი სკვერების მოწყობა დაასრულა. ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესა და საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ზურაბიშვილთან ერთად დაათვალიერა.


ახალ სკვერებში მოპირკეთდა სასეირნო ბილიკები, დაიდგა ადგილობრივი წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული საპარკო ინვენტარი, სკამები, საქანელები და სანაგვე ურნები; მოეწყო დეკორატიული განათების სისტემები.


აღნიშნული ტერიტორია საბურთალოს რაიონის ის ნაწილია, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა.


აღსანიშნავია, რომ პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა ტერიტორიის ლანდშაფტი და დენდროლოგია, რის მიხედვითაც განისაზღვრა ტერიტორიის გამწვანების დეტალები. პარკებში დამონტაჟებულია ავტომატური მორწყვის სისტემა. ამ კორპუსებში, სარდაფის ტიპის ბინებში მცხოვრებმა მოსახლეობამ უკვე მიიღო მერიისაგან კომპენსაცია, არსებული ფართები კი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.


„ეს ერთი-ერთი ადგილია, რომელიც სტიქიის დროს დაზიანდა. ძალიან მალე დავიწყეთ ამ ტერიტორიის დასუფთავება. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეკეთებინა ეს პროექტი და მოგვეწყო სკვერები; აქ პატარები გაერთობიან, ივარჯიშებენ. ნამდვილად კარგი რამ გაკეთდა რაიონული გამგეობის მეშვეობით. ეს არ იქნება ერთადერთი, რასაც ამ ხეობაში გავაკეთებთ.  აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ უფრო მეტად მოწესრიგდეს ტერიტორია. მზიურის ტერიტორიაზე ვიმუშავებთ, იმისათვის, რომ მეტად გამწვანდეს და როგორც რეკრეაციული სივრცე, ისე განვითარდეს ეს ტერიტორია",-განაცხადა დავით ნარმანიამ.


სკვერების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყო ასევე №36 კორპუსის დაზიანებული ფასადის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, ასევე, ის ფაქტი, რომ სკვერების მოწყობამდე, სამივე კორპუსში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, მოეწყო სადრენაჟე სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს გრუნტის წყლების შეკრებას და გატარებას მდინარე ვერეს ხეობაში. საპროექტო სამუშაოები კომპანია „დიზაინ გრუპმა" შეასრულა, სკვერების მოწყობაზე კი კომპანია „ჯეოპარკმა" იმუშავა.








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016