reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: ამ განწირული ბიჭებიდან ყველას არ ჰყავდა ისეთი გმირი დედა, როგორიც ირინა ენუქიძე იყო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:39
პრეს-დაიჯესტი
ნანა კაკაბაძე: ამ განწირული ბიჭებიდან ყველას არ ჰყავდა ისეთი გმირი დედა, როგორიც ირინა ენუქიძე იყო...
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 15:42



„ლევან მურუსიძე რომ არ უნდა დაენიშნათ მოსამართლედ, ეს უდავოა და საკამათო არ გახლავთ, მაგრამ რა კონტექტში არ უნდა იყოს დანიშნული, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება", - ამ განცხადებას „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში აკეთებს:


„9 წელიწადში 150 უდანაშაულო ბიჭი ჩაცხრილეს ქუჩაში, მაგრამ მათი მკვლელები არ დასჯილან, არადა იყო გამოძიება, სასამართლო პროცესები. ამ უბრალოდ განწირული ბიჭებიდან ყველას არ ჰყავდა ისეთი თავგადადებული, გმირი დედა, როგორიც ირინა ენუქიძე იყო. მაგრამ, ამ ხალხს შვილები დაუხოცეს და ამაზე დიდი საშინელება აღარ არსებობს. და, რადგან ამ ბიჭებს არ ჰყავთ ირინა ენუქიძისთანა თავგადაკლული დედა, მათი მკვლელების ხელის დამფარებლები არ უნდა დაისაჯონ? ამ საქმეებში ვინც იყვნენ, რომელიმე მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი დასაჯა დღევანდელმა ხელისუფლებამ? ისინი არ არიან მურუსიძეები და უარესებიც? ამ ხალხის უმეტესობა დღეს ისევ თავის პოსტზე მუშაობს! ყველა მურუსიძე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე!", - აცხადებს ნანა კაკაბაძე „კვირის ქრონიკასთან" საუბარში.




წყარო: კვირის ქრონიკა 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016