reportiori.ge - ''დემოკრატიული მოძრაობა'' ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:09
საზოგადოება
''დემოკრატიული მოძრაობა'' ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 16:24


დემოკრატიული მოძრაობა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.


კათალიკოს-პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თითოეული დღე სავსეა საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვით, მოყვასის უსაზღვრო სიყვარულით, სათნოებითა და სასოებით. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესია უმძიმეს ვითარებაში ჩაიბარა. მისი საჭეთმპყრობლობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში აშენდა და რესტავრაცია გაუკეთდა ყველაზე მეტ ეკლესია-მონასტერს, აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია - წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. დღეს საქართველოს ეკლესია მსოფლიოში ერთადერთია მსოფლიოს მართლმადიდებულ ეკლესიებს შორის, სადაც წმინდა სინოდის ყველა წევრი ერთი პატრიარქის მიერაა ნაკურთხი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარ ცხოვრებასა და მოღვაწეობას "მზიანი ღამე" უწოდა. ნინო ბურჯანაძე და დემოკრატიული მოძრაობა" უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით ულოცავს უწმინდესისა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დაბადების დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს. დაე, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევის მადლი კიდევ დიდხანს იფარავდეს და ეწეოდეს ჩვენს სამშობლოს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს", - ნათქვამია დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016