reportiori.ge - „მისი უწმინდესობის ღვაწლი განუზომელია“ - ლეონიდ ჩერნოვეცკი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:38
საზოგადოება
„მისი უწმინდესობის ღვაწლი განუზომელია“ - ლეონიდ ჩერნოვეცკი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 16:54



პარტია ბედნიერი საქართველოს" ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.



მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დიდი მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას. მისი უწმინდესობა ის ადამიანია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდებში ღვთის რწმენა და სულიერება გააძლიერა და ის რომ დღეს ასეთი მორწმუნეა ქართველი ერი, ამაში უდიდესი წვლილი ილია მეორეს მიუძღვის; მისი ინიციატივა, რომ ყველა ქართულ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე შვილის ნათლია გახდებოდა, არის უნიკალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს დემოგრაფიული განვითარებისთვის, ეს არის მაგალითი თუ რამდენად ზრუნავს ის საქართველოს მომავალზე და რანდენად სწორედ აფასებს არსებითად მნიშვნელოვან პრობლემებს. მისი უწმინდესობის ღვაწლი განუზომელია და როგორც ერის სულიერი მამა ის ყველა ჩვენთაგანს სწორი და ქრისტიანული ცხოვრების ნამდვილად დიდ მაგალითს გვაძლევს. ვუსურვებ მას დიდ ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას." - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი „facebook"-გვერდზე.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016