პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. დღეს ილია მეორეს 83 წელი შეუსრულდა:
„თქვენო უწმინდესობავ!
გილოცავთ დაბადების დღეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სრულიად განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. თავსდატეხილი ქარტეხილების გამო ხშირად თავგზააბნეულებს, დათითოკაცებულებს და სასოწარკვეთილებს თქვენ გვამშვიდებდით, გვაერთიანებდით და გვაიმედებდით.
უდიდესი ბედნიერებაა ვიყო თქვენი თანამედროვე. თუმცა, თქვენი უპირობო სიყვარულითა და თანადგომით განებივრებულებს ჯერ კიდევ ბევრი ჯაფა გვმართებს, რათა შევძლოთ თქვენი მხრებისთვის მონდობილი ჩვენი წილი კერძო და საზოგადო ტვირთის ზიდვა...
გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს! თქვენ საქართველოს კვლავაც ძალიან სჭირდებით!
პატივისცემით,
დავით უსუფაშვილი", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში.