reportiori.ge - „თქვენ საქართველოს ძალიან სჭირდებით!“ - დავით უსუფაშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:17
საზოგადოება
„თქვენ საქართველოს ძალიან სჭირდებით!“ - დავით უსუფაშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 19:05



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. დღეს ილია მეორეს 83 წელი შეუსრულდა:


„თქვენო უწმინდესობავ!

გილოცავთ დაბადების დღეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

სრულიად განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. თავსდატეხილი ქარტეხილების გამო ხშირად თავგზააბნეულებს, დათითოკაცებულებს და სასოწარკვეთილებს თქვენ გვამშვიდებდით, გვაერთიანებდით და გვაიმედებდით.

უდიდესი ბედნიერებაა ვიყო თქვენი თანამედროვე. თუმცა, თქვენი უპირობო სიყვარულითა და თანადგომით განებივრებულებს ჯერ კიდევ ბევრი ჯაფა გვმართებს, რათა შევძლოთ თქვენი მხრებისთვის მონდობილი ჩვენი წილი კერძო და საზოგადო ტვირთის ზიდვა...

გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს! თქვენ საქართველოს კვლავაც ძალიან სჭირდებით!

 

პატივისცემით,

დავით უსუფაშვილი", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016