საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს სადაც მიწისქვეშა გადასასვლელში უპოვარი მოხუცის გაყინვას ეხმაურება:
„ახლა შევიტყვე მიუსაფარი მოხუცის სიცივით გარდაცვალების ამბავი მიწისქვეშა გადასასვლელში... და შემრცხვა, რომ მე არ მცივა და არ მშია, როცა გარშემო ასეთ მდგომარეობაში არიან ადამიანები...
ალბათ ჩემი, თქვენი და კიდევ სხვების ბრალია, რომ ვერ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც უსახლკარო ადამიანები არ იქნებიან ან გაჭირვებულთათვის იქნება სადმე გამოყოფილი თბილი კერა, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს...
ჩვენ ყველანი ვიღაცას ველოდებით, ეს ვიღაც კი თავისით არ მოდის, ეს ვიღაც ჩვენში უნდა დავბადოთ, გავზარდოთ და მოვიყვანოთ...
მაპატიეთ, რომ არ გამომეთქვა ჩემი წუხილი ძალიან გამიძნელდებოდა დაძინება, მითუმეტეს ნაჭამს და თბილ ოთახში..."- აღნიშნავს რაჭველი.