reportiori.ge - შეიძლება თუ არა სეირნობა ძლიერი ყინვის დროს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:40
პრეს-დაიჯესტი
შეიძლება თუ არა სეირნობა ძლიერი ყინვის დროს?
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 10:58



სეირნობა რომ აუცილებელი და სასარგებლოა, ამაზე ყველა თანხმდება. აუცილებელია, რომ მშობლებმა განსაზღვრონ როდის, რა პირობებში და სად უნდა ასეირნონ ბავშვები. ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, ყინვა არც ისე ხშირად გვაწუხებს. შესაბამისად ჩვენი ორგანიზმი არ არის მიჩვეული ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას. ცნობილი ექიმი, ევგენი კომაროვსკი გირჩევთ, არ ითამაშოთ გმირი მშობლების როლი და ექსტრემალურ პირობებში ბავშვები გარეთ არ ასეირნოთ. ძლიერი ყინვის შემთხვევაში თუ ბავშვს თუნდაც ერთი კვირა არ გაასეირნებთ, ამით არაფერი დაშავდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი ამინდის დროს მშობლები ბავშვებს გარეთ ეტლით ასეირნებენ. პატარები თავს მეტნაკლებად თბილად, ქარისგან დაცულად და კომფორტულად გრძნობენ, მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხანი გრძელდება. თუ ბავშვს არ აქვს მოძრაობის საშუალება, ისიც მალე გაიყინება და დაემსგავსება ეტლზე ხელებმიყინულ დედიკოს ან მამიკოს. გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილებს ჯანმრთელი და ხალისიანი მშობლები სჭირდებათ.


თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი ტანსაცმელი და ძლიერ ყინვაში ბავშვთან ერთად შეგიძლიათ ირბინოთ, იხტუნოთ და გაკაჟდეთ, კი, ბატონო, ეს თქვენი არჩევანია.


დაიმახსოვრეთ, როდესაც ყინავს, ტანსაცმლით ბავშვის გადახურება შეუძლებელია.


ზედმეტი სითბო იკარგება სუნთქვის დროს. ამიტომ ყინვაში ბავშვებს თბილად უნდა ეცვათ. აკონტროლეთ ბავშვი, შეუმოწმეთ ხელები და ცხვირი. გამოიყენეთ ყინვისგან დამცავი კრემები. სახლიდან გასვლამდე ბავშვს ცხვირი გამოუწმინდეთ და გაძნელებული სუნთქვის შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური წვეთები. მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციას. თუ თქვენ და თქვენი პატარა არ ხართ მიჩვეული ძლიერ ყინვას, ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს. ხშირად ანიავეთ ოთახი, აკონტროლეთ ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურა ოთახში. თუ გრძნობთ, რომ მეტისმეტად ცივა და თავადაც გიჭირთ გარეთ გაძლება, ბავშვს ნუ აიძულებთ ამას. დაელოდეთ ტემპერატურის მომატებას და სულაც, შედარებით თბილ ამინდებს.



წყარო: mshoblebi.ge, მოამზადა სალომე გორგოშიძემ




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016