სპორტი
ზინედინ ზიდანი „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
05 იანვარი, 2016. 11:01
მადრიდის „რეალის" მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა, რომელიც რაფაელ ბენიტესს შეცვლის.
„რეალის" ხელმძღვანელობამ 7-თვიანი მუშაობის შემდეგ რაფა ბენიტესი არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო გუშინ გაათავისუფლეს. ზიდანმა კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.
„დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს ჩემი „რეალის" თავკაცად დანიშვნისთვის. ჩვენი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და მას მსოფლიოში საუკეთესო ფანები ჰყავს. დღეს მე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მაშინ, როცა „რეალთან" კონტრაქტს ვაწერდი ხელს, როგორც ფეხბურთელი. სულს და გულს ჩავდებ საქმეში და ერთად ყველაფერი გამოგვივა", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
ზიზუ „რეალის" ისტორიაში პირველი ფრანგი მწვრთნელია.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19