reportiori.ge - ნოე რამიშვილის პასპორტზე აეროპორტში სიმბოლურად ქართული შტამპი დაფიქსირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:34
საზოგადოება
ნოე რამიშვილის პასპორტზე აეროპორტში სიმბოლურად ქართული შტამპი დაფიქსირდა
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 11:44


დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოს ეწვივნენ.


ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა საქართველოში ბაბუის პასპორტი ჩამოიტანა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვებ-პუნქტში ნოე რამიშვილის პასპორტზე სიმბოლურად ქვეყანაში შემოსვლის შტამპი დაფიქსირდა. როგორც მიშელ რამიშვილმა განაცხადა, ნოე რამიშვილის ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1925 წელს გამოცემული ფრანგული პასპორტის ფურცელზე დამოუკიდებელი საქართველოს შტამპის არსებობა.


„ეს ჩემი დიდი ბაბუის ერთგვარი დაბრუნებაა საქართველოში", - აღნიშნა მან.


ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოში რამდენიმე დღე დარჩებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვევიან და მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016