საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დირექტორის ახალი ინიციატივა - ზვიად ტომარაძის თქმით პარლამენტის წევრად არჩევა 25 წლის ასაკიდან უნდა იყოს დასაშვები. როგორც ტომარაძე ამბობს, ასაკი „ნაციონალური მოძრაობის" დროს 21 წლამდე დაწია, რაც მისი თქმით არასერიოზული გადაწყვეტილებაა:
„დავწერე ახალი კანონპროექტი (კონსტიტუციური ცვლილება), რომ პარლამენტის წევრად არჩევა შესაძლებელი იყოს 25 წლის ასაკიდან. 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ" არასერიოზული გადაწყვეტილება მიიღო და ასაკობრივი ზღავრი 25 წლიდან 21 წლამდე დაწია. მიმაჩნია, რომ 25 წლამდე ახალგაზრდა საკანონმდებლო ორგანოს წევრობისათვის, რომელიც ქვეყნის განვითარების სტრატეგიას განსაზღვრავს და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას ზედამხედველობს, ყოველმხრივ მოუმზადებელია: გამოცდილებით, ფსიქოლოგიურად და ცოდნით", - აცხადებს ტომარაძე.