reportiori.ge - დავით ნარმანია: საფეხბურთო სკოლა „ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:13
საზოგადოება
დავით ნარმანია: საფეხბურთო სკოლა „ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 12:40


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე, რომელიც საფეხბურთო სკოლა ოლიმპის" ინფრასტრუქტურის დემონტაჟთან დაკავშირებით მიმდინარეობს, განაცხადა, რომ საფეხბურთო სკოლა „ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება.



შეხვედრას ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებიან.



დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება მსჯელობა, თუ რა ტერიტორია შეიძლება იყოს საფეხბურთო სკოლა ოლიმპისთვის" გამოყოფილი. ოლიმპის" ტერიტორია ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმას ხელს აწერს თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი აბესაძე.

მათი მხრიდან არაერთი მოედანი, არაერთი სკვერი და ბაღი გასხვისდა და დაინგრა. ოლიმპის" ტერიტორია გასხვისებულია კერძო მესაკუთრეზე და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ კერძო საკუთრების ხელყოფა მოვახდინოთ. აქედან გამომდინარე ვმუშაობთ ალტერნატიული ტერიტორიის მოძებნაზე, რათა ჩვენ ბავშვებს მიეცეთ საშუალება, რომ სპორტში იყვნენ ჩართულები. დღეს სწორედ ამ საკითხზე ვმსჯელობთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



საფეხბურთო სკოლა „ოლიმპის" მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის მოედანი და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს, ესტონელ ინვესტორებზე წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი კორპუსები, რის გამოც საფეხბურთო სკოლა „ოლიმპის" ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მიმდინარეობს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016