reportiori.ge - „დავიჯერო, ყველამ უარი თქვით საახალწლო სუფრაზე და ბიუჯეტი დახარჯეთ უპოვარებში?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:48
საზოგადოება
„დავიჯერო, ყველამ უარი თქვით საახალწლო სუფრაზე და ბიუჯეტი დახარჯეთ უპოვარებში?“
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 13:12


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საზოგადოების იმ ნაწილის მღელვარებას ეხმაურება, რომელიც გუშინ, დელისის მეტროში მომხდარ შემთხვევაზე ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამს. დელისის მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში, გუშინ, 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც შს სამინისტროში ამბობენ, მამაკაცი ყინვისგან არ გარდაცვლილა, მას გულის პრობლემები ჰქონდა. არც ოჯახის წევრებს აქვთ პრეტენზია, შესაბამისად ექსპერტიზაც აღარ ჩაუტარდება. გთავაზობთ არჩილ გამზარდიას შეფასებას:

 

„გავრცელდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - მეტროში ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქის გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტდა ამბავი, არაფერ შუაში იყო უპოვარობა და შიმშილით სიკვდილი, ჩვენი საზოგადოების ნაწილი მაინც აქტიურად აგრესიულ კამპანიას აწარმოებს ხან ეკლესიის მისამართით, ხან მერიის მისამართით, ხან ზოგადად, სხვა ადამიანების მისამართით - ახალ წელს არაფერს იკლებენ და სხვები მშივრები არიანო და ა.შ.

 

პირველ რიგში, ბოდიშის მოხდით, მაგრამ მესამე პირში რომ საუბრობთ, დავიჯერო, ყველამ უარი თქვით საახალწლო (თუნდაც) სუფრაზე და საახალწლო ბიუჯეტი ბოლომდე დახარჯეთ უპოვარებში? კარგი იქნებოდა, თუმცა რა ვიცი.

 

ამას გარდა, მონასტრები ასობით ასეთ ადამიანს ინახავს, თითქმის არცერთი მონასტერი არ ეუბნება არავის უარს მსგავს შემთხვევაში იცხოვროს მონასტერში და მონასტრის ხარჯზე და ა.შ. მაგრამ ადამიანებს საკუთარი პოზიციები აქვთ, ზოგი მათხოვრობით მიღებულ შემოსავალს სასმელში ხარჯავს და არსად წავა, სადაც ამ თავნებობის საშუალება არ ექნება, ამიტომ ურჩევნიათ თავისთვის იყვნენ და არა მონასტრის ტიპიკონით იცხოვრონ, ასე რომ ხელს ნუ გაიშვერთ იქ, სადაც არ უნდა გაიშვიროთ.

 

თბილისში არის ცენტრები, სადაც უფასო სადილია თითქმის ყოველდღიურად, პირველად აშენდა მიუსაფართა თავშესაფარიც, ადამიანებს თავისი ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერსად გადაიყვანს. ბოლოსდაბოლოს ადამიანები თავისებურები არიან, ზოგს ჰეკლბერი ფინის სინდრომი აქვს, თავისთვის შიმშილი ურჩევნიას სხვებთან თანაცხოვრებას და ა.შ.

 

 

ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ვიყოთ ფრთხილები, სანამ ვინმეს ტალახს ან ქვას ვესვრით, რადგან შეიძლება ბევრი რამ არ ვიცოდეთ და მხოლოდ სხვების განმკითხავები აღმოვჩნდეთ", - წერს არჩილ გამზარდია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016