reportiori.ge - დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანია 99 %-ით არის შემცირებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:22
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანია 99 %-ით არის შემცირებული
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 13:37


საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის სააფთიაქო ობიექტები, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან და ადგილი აქვს სამართალდარღვევის, რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებს.        



დიმიტრი ხუნდაძემ სარეცეპტო რეფორის შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოში სააფთიაქო ნარკომანია 99%-ით არის შემცირებული.



სარეცეპტო რეფორმამ თავდაპირველად საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ბოლოს საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი გარემოებით იყო განპირობებული. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული იყო თვითმკურნალობა და სააფთიაქო ნარკომანია ყვაოდა.

სარეცეპტო რეფორმამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენს ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანია 99 %-ით არის შემცირებული, ფაქტიურად დამარცხებულია, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სააფთიაქო ქსელში ჯერ კიდევ არის სააფთიაქო ობიექტები, რომლებიც არ ემორჩილებიან კანონს და ადგილი აქვს სამართალდარღვევის ფაქტებს, ადგილი აქვს რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემას. მინდა მათ მოვუწოდო, დაემორჩილონ კანონს, არ შეიძლება, მხოლოდ ფინანსური სარგებლ გავზომოთ და მხოლოდ ბიზნესის კუთხით ვუყუროთ ამ თემას, როცა ის პირდაპირ გადის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016