მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს მოუწოდებს, თუკი მიუსაფარს ქუჩაში ნახავენ, 112-ზე დარეკონ:
„გუშინ საღამოდან მოყოლებული ძალიან შევწუხდი გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომელიც გაყინულ მოხუცს ეხებოდა.. თავისთავად ყველა ჩემი ინფორმაციული ბერკეტი გამოვიყენე და გადავამოწმე რა მოხდა, რატომ მოხდა და გაიყინა თუ არა მოხუცი. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღე ამომწურავი იფორმაცია, რომ იური მაღლაკელიძე გულის შეტევით გარდაიცვალა, ჰყავს ოჯახი და აქვს სახლი. (ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით ექპერტიზა არ ჩატარდა და გამოძიებაც არ გაგრძელდა, ალბათ ოჯახი გააკეთებს კომენტარს ამ თემაზე) პ.ს თავშესაფარი მგონი პირველად აქვს ქალაქს მიუსაფარი ადამიანების და ნამვილად ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა იქნება თუ სიცივისგან კიდევ ვინმე გაიყინება!
ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე, თუ ვინმეს ქუჩაში ნახავთ, მიუსაფარს, სიცივეში 112-ზე დარეკეთ... დავეხმაროთ მთავრობას, მერიას და ერთმანეთს...", - წერს ნინო კობახიძე.