მსოფლიო
იაპონიაში, თევზის აუქციონზე 200-კილოგრამიანი თინუსი 117 283 დოლარად გაიყიდა
05 იანვარი, 2016. 14:55
იაპონიაში, თევზის აუქციონზე 200-კილოგრამიანი თინუსი 117 283 დოლარად გაიყიდა.
თინუსის ფასი შარშანდელთან შედარებით რეკორდული აღმოჩნდა. შარშან ამ სახეობის თევზი 37 800 დოლარად გაიყიდა. ყველაზე ძვირი კი ის 2013 წელს ღირდა, როდესაც მყიდველმა 1 300 000 დოლარი გადაიხადა.
თევზი სუშის რესტორნების ქსელის მფლობელმა თანხის პირველივე შეთავაზებაზე შეიძინა. 200-კილოგრამიანი თინუსი იაპონიის ჩრდილოეთით, ომას სანაპიროზე დაიჭირეს.
თინუსის აუქციონი ტოკიოს თევზის ბაზარზე ტრადიციულად ახალი წლის დღეებში იმართება.
წყარო: რუსთავი 2
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40