reportiori.ge - „მოსახლეობისათვის ეტაპობრივად ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:36
საზოგადოება
„მოსახლეობისათვის ეტაპობრივად ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 16:37


ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა,  სამტრედიასა და ზუგდიდში, დიდთოვლობის გამო  დაზიანებული  ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი  სამუშაოები დაათვალიერა.


მინისტრის მოადგილე ასევე  გაეცნო მაღალმთიან გურიასა და აჭარაში  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.


დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, დასავლეთ საქართველოში  სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში  მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.


ამ ეტაპზე, მხოლოდ 15 000 აბონენტი არის დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.


კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია" 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად ხდება დაზიანებული უბნების აღდგენა.


მოსახლეობისათვის ეტაპობრივად ხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. დღის ბოლომდე თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, მოსახლების 90 % პროცენტს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღალმთიანი სოფლები, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების გამო, ფერხდება აღდგენითი სამუშაოები", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016