reportiori.ge - გარდაცვლილი პოლიციელების დაკრძალვის ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:49
საზოგადოება
გარდაცვლილი პოლიციელების დაკრძალვის ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიღო
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 16:53


გარდაცვლილი პოლიციელების მაია ჯავახიშვილისა და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვის ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიღო. კანონის თანახმად, მათი ოჯახები ასევე ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ და მათზე მზრუნველობას შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.



კახეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს. მაია ჯავახიშვილი და გელა ლამაზოშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.



2015 წლის 30 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტანს გელა ლამაზოშვილის სანადირო თოფიდან ესროლეს. ორივე პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016