reportiori.ge - კახა კახიშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების დაკრძალვას დაესწრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:32
საზოგადოება
კახა კახიშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების დაკრძალვას დაესწრო
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 17:12


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, კახეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვას დაესწრო.


მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.


პოლიციელების - მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის ცხედრები თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს და საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.


მკვლელობა 2015 წლის 30 დეკემბერს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში მოხდა.


სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელ მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტან გელა ლამაზოშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016