6 იანვარს, 20:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს " 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი"-ის დაჯილდოვების ცერემონია. გამოვლინდება 2015 წლის საუკეთესო სპორტმენი. ასევე, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდებიან კიდევ 9 ნომინაციაში. სპეციალური პრიზი გადაეცემა 5 ადამიანს.
ღონისძიებას დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მოადგილეები, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვებიან.
ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნინო ქათამაძე, ანსამბლი "შვიდკაცა", ლუკა ზაქარიაძე და ნატალია ქუთათელაძე.
10 ნომინაცია
1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
2)საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და კაცი
3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში
4) საუკეთესო მსაჯი
5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია
6) საუკეთესო გუნდი
7) სპორტის საუკეთესო მენეჯერი
8) საუკეთესო ფედერაცია
9) საუკეთესო მწვრთნელი
10) საუკეთესო სპორტსმენი
5 სპეციალური პრიზი
1) წლის აღმოჩენა
2) წლის ბიზნესკომპანია
3) სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
4) წლის კაპიტანი
5) სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის