reportiori.ge - მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო- ზემო სვანეთში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:05
რეგიონები
მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო- ზემო სვანეთში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 19:33


დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მოქმედებენ.


პრემიერ-მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. სამეგრელო-ზემო სვანეთში დიდთოვლობისგან შექმნილ პრობლემებს, გიორგი ამაშუკელთან ერთად ადგილზე გაეცნო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გიორგი ამაშუკელთან, ილია ელოშვილთან და საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად გზების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.


დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. სპეცტექნიკით იწმინდება გზები, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები. რამდენიმე ოჯახს, რომელთა სახლებს დიდთოვლობის გამო სახურავი დაუზიანდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი დახმარება უკვე გაუწია. აღდგენით სამუშაოებთან ერთად, ითვლება ზარალი. ძირითადი გზების უმეტესი ნაწილი სრულად გაწმენდილია, გრძელდება სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ფუნქციონირებს რამდენიმე ცხელი ხაზი.



გუბერნატორი ლევან შონია გზის პრობლემურ ადგილებში მძღოლებს ავტომანქანების გადაადგილებაში თავად ეხმარებოდა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016